Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდგორობა ბათუმში „ქართული მარშის“ გარეშე აღინიშნა


დიდგორობა ბათუმში აქცია-მსვლელობით აღინიშნა. აქციის მონაწილეები ცენტრალური პარკიდან ილია ჭავჭავაძის ძეგლისკენ დროშებითა და ტრანსპარანტებით გაემართნენ. ისინი დიდგორობის ოფიციალურ სახელმწიფო დღესასწაულად დაკანონებასა და 12 აგვისტოს უქმე დღედ გამოცხადებას მოითხოვდნენ.

ბათუმში იმყოფებოდა ბიზნესმენი ლევან ვასაძე. მან თქვა, რომ დღესასწაულს ორგანიზატორების მიწვევით შეუერთდა და დიდგორობა, როგორც „ისტორიის ოქროს ფურცლის“ მარადიული ხსოვნა, სახელმწიფო დღესასწაულად უნდა გამოცხადდეს.

​დიდგორობის ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადების მოთხოვნით ორგანიზატორებმა აქციაზევე გაავრცელეს ქარტია და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

როგორც აქციის ორგანოზატორმა, ვატო ნებურიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, წელს დიდგორობას არ შეუერთდნენ „ქართული მარშის“ წევრები. შარშან, დიდგორობის ბათუმური მსვლელობის დროს, „ქართულმა მარშმა“ საგანგებო მსვლელობა მოაწყო ბათუმის იმ ქუჩაზე, სადაც ქალაქის მთავარი მეჩეთი მდებარეობს და ხშირად იკრიბებიან მუსლიმები.

აქციის ორგანიზატორების თქმით, დღესასწაულის წლევანდელი აღნიშვნა აპოლიტიკური და საზეიმო იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG