შსს-ს ცნობით, ბახმაროს თეატრის შენობაში დააზიანეს დარბაზის შიდა კედლები და რამდენიმე სავარძელი. მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენის მიზნით, დანიშნულია სასაქონლო ექსპერტიზა.
როგორც გამოძიება იუწყება, ამ საქმეზე მხილებულია 6 არასრულწლოვანი. ისინი კურორტში დასასვენებლად იმყოფებოდნენ.
გამოძიების ცნობით, მხილებული მოზარდები არიან: 2003 წელს დაბადებული გ.ვ., 2005 წელს დაბადებული ა.ქ., 2004 წელს დაბადებული რ.დ., 2005 წელს დაბადებული მ.ხ. 2005 წელს დაბადებული ა.კ. და 2004 წელს დაბადებული ს.ჩ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ყველა მხილებული არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
გამოძიება გრძელდება ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით. სამართალდამცველები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და მხილების მიზნით ინტენსიურ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ატარებენ. ასევე, მიმდინარეობს მოწმეებისა და თვითმხილველების გამოკითხვა.