Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის და ამერიკის 15-მა ქვეყანამ დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები


აფხაზეთის დე ფაქტო საარჩევნო კომისიაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მიცემულ ხმებს ითვლიან
აფხაზეთის დე ფაქტო საარჩევნო კომისიაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მიცემულ ხმებს ითვლიან

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გამო, ერთობლივი განცხადება გაავრცელა ამერიკის და ევროპის 15-მა სახელმწიფომ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთის ინიციატივით გამოქვეყნებულ განცხადებაში აშშ, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ირლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, ფინეთი და ჩეხეთი არ აღიარებენ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს, დე ფაქტო სტრუქტურების მიერ ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და არ ცნობენ მის შედეგებს.

ევროპის და ამერიკის 15 ქვეყანა აცხადებს, რომ არ აღიარებს არც საქართველოს ცხინვალის რეგიონში 2019 წლის 9 ივნისს გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას, ან შედეგებს: „ჩვენ კვლავ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომა ამ რეგიონებში. ასევე, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება.“

XS
SM
MD
LG