Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანატოლი ბიბილოვი: სამხედრო დაპირისპირება, რაც ქართულ მხარეს უნდა, არ იქნება


ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოსახლეობას მოუწოდებს არ აჰყვნენ ჭორებს და სიმშვიდე შეინარჩუნონ. ამის შესახებ მან თავის ფეისბუკ გვერდზე დაწერა.

„პატივცემულო მეგობრებო, თანამოქალაქეებო! სოფელ უისტაში (წნელისი) შექმნილი მდგომარეობის გამო ბევრმა დაიწყო ვითარების დაძაბვა რესპუბლიკაში. მინდა ყველას განვუმარტო, რომ არანაირი სამხედრო დაპირისპირება, რაც ქართულ მხარეს უნდა, არ იქნება,“- წერს ბიბილოვი.

მან უარყო ხმები, რომ მისი ოჯახი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან გაიყვანა. „უფროსი შვილის გარდა ჩემი ოჯახი ადგილზეა. ის სასწავლებლად დედასთან ერთად რუსეთში გაემგზავრა“, - წერს ბიბილოვი.

XS
SM
MD
LG