Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"TV პირველის" მფლობელი ტელევიზიის დაჯარიმებაზე: ამგვარი ფაქტები ზიანს აყენებს ტელევიზიას


კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ტელეკომპანია "TV პირველის" დაჯარიმებას, ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა ტელევიზიის მფლობელი ვატო წერეთელი. მისი სიტყვებით ფილმები, რომლის ეთერში გაშვების გამოც კომპანია 23 ათასი ლარით დაჯარომდა ლიცენზირებულია და ტელევიზიამ ისინი ოფიციალური კონტრაქტით შეიძინა, შესაბამისად ვატო წერეთელი ჯარიმას მიზანმიმართული კამპანიის ნაწილად აფასებს, არხის გარშემო უკანასკნელ დროს განვითარებული პროცესების გათვალისწინებით.

„ჯერ იყო კიბერშეტევით ტვ პირველის ეთერიდან გაქრობის საფრთხე, რაზეც გამოძიების პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ახლა, მარეგულირებელმა 23 ათასით დაგვაჯარიმა ეთერში გაშვებული ლიცენზირებული ფილმების გამო. ეს ფილმები ტელევიზიამ ოფიციალური კონტრაქტით შეისყიდა, მაგრამ მარეგულირებელმა მაინც დაგვაკისრა ჯარიმა. ტელევიზიას, რომელიც მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით არსებობს და ბიუჯეტთანაც პირნათელია, ამგვარი ფაქტები სერიოზულ ზიანს აყენებს. არის თუ არა ეს შემთხვევითი იმ ფონზე, რაც ამ ტელევიზიის გარშემო ბოლო პერიოდში ვითარდება, თავად განსაჯეთ! ეს ტელევიზია მაინც არ გაითიშება!“,- წერს ვატო წერეთელი.

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია პირველი ეთერში მხატვრული ფილმების არამართლზომიერი ჩვენების გამო, 23513.21 ლარით დააჯარიმა.

კომუნიკაციების კომისიის თანახმად, 2019 წლის 29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ „ტვ პირველის“ ეთერში ნაჩვენებია ფილმები, რომლის მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიას არ გააჩნია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG