Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

MH17-ის ჩამოგდების საქმის ჰოლანდიელ პროკურორებს სურთ დაკითხონ უკრაინელი პატიმარი


ჰოლანდიელი პროკურორები აცხადებენ, რომ სურთ დაკითხონ პირი, რომელიც "ინტერესის საგანს წარმოადგენს", ამჟამად უკრაინის ციხეში იმყოფება და, პროკურორების ვარაუდით, პირდაპირი კავშირი აქვს ხუთი წლის წინ, აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი MH17 თვითმფრინავის ჩამოგდებასთან.

საქმე ეხება უკრაინის მოქალაქე ვოლოდიმირ ცემახს, რომელიც, გავრცელებული ვარაუდით, ხელმძღვანელობდა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების საჰაერო თავდაცვის დანაყოფს ქალაქში, რომელთან ახლოსაც ჩამოვარდა თვითმფრინავი. იუწყებიან, რომ ამჟამად ის იმ პატიმართა შორისაა, რომლებიც შესაძლოა უკრაინასა და რუსეთს შორის გაცვლის ოპერაციას დაექვემდებარონ.

2014 წლის ივლისში MH17 ასრულებდა რეისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში. თვითმფრინავში ყველა, 298-ვე მგზავრი დაიღუპა, როცა ის ჩამოგდებულ იქნა რუსეთში დამზადებული რაკეტით ტერიტორიიდან, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებდნენ.

"გვსურს გავესაუბროთ ბატონ ცემახს და მას კითხვები დავუსვათ, ვისურვებდით, გამოძიებისთვის მასთან დაკავშირება უკრაინაში იყოს შესაძლებელი" - უთხრა სააგენტო "ფრანს-პრესს" ჰოლანდიელთა ხელმძღვანელობით მოქმედი საგამოძიებო ჯგუფის პრესმდივანმა.

დაუდასტურებელი ცნობებით, პატიმართა გაცვლის ოპერაცია შეჩერებულია, რადგან რუსეთი მოითხოვს ოპერაციაში ცემახის ჩართვას. კიევს იმ 24 მეზღვაურის დაბრუნება სურს, რომლებიც რუსეთმა შარშან დააკავა ანექსირებულ ყირიმთან ახლოს, ისევე, როგორც კინორეჟისორ ოლეგ სენცოვის და სხვა პატიმრების, რომლებსაც საერთაშორისო უფლებადამცველი ჯგუფები და კიევი რუსეთში მყოფ პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG