„მას არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ გამიგია, რომ ის ეფექტური მენეჯერია და კარგად გაართმევს თავს მთავრობის მართვას ყოველდღიურად. თუმცა ნებისმიერი, ვინც საქართველოს პოლიტიკას ივნისის მერე, ბოლო პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდა, აანალიზებს, რამდენად პროვოკაციულია ეს ნაბიჯი“, - უთხრა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ. მისი შეფასებით, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დამტკიცება პროვოკაციულია იმ ადამიანების მიმართ, ვინც პროტესტის ნიშნად დგანან პარლამენტის წინ:
„შეიძლება, ძალიან ბევრნი არ არიან, თუმცა გამოხატავენ თავიანთი გამოხატვის თავისუფლებას. ყველა მათგანისთვის ეს გაუგებარია, რომ კონკრეტულად ეს ადამიანი, ყოფილი შს მინისტრი, ახლა პრემიერ-მინისტრია. მაგრამ ეს არ არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ის საკითხი, რაშიც ჩართული უნდა იყოს. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ჩვენ გარკვეული როლი გვქონდა „ვარდების რევოლუციის“ გამოწვევაში - ეს ასე არ არის, მაგრამ არც ამის წინააღმდეგ ვყოფილვართ. როდესაც ქართველმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ ცვლილება უნდა მომხდარიყო, შემდეგ ამას სრულად დავუჭირეთ მხარი“, - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.
იგი მონაწილეობს „თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში“ - Now What?, რომელიც „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა“ და „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერაა ორგანიზებული.