„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია, ხვალ, 12 სექტემბერს, ანაკლიაში გაიმართება.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია ივნისში გაავრცელა. მოგვიანებით, აგვისტოში დააზუსტა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა სექტემბერში დაფუძნდებოდა.
მამუკა ხაზარაძემ ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ მისი მოძრაობის მთავარი მიზანი ღირსეული საქართველოსთვის ბრძოლა და ღირსების დაცვა იქნება. მისი სიტყვებით, „ჩვენი ქვეყანა და ხალხი ნამდვილად არ არის იმის ღირსი, რა მდგომარეობაშიც ის ახლა იმყოფება“.
ცნობილია, რომ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი უერთდება. ის მოძრაობის სპიკერი იქნება. ინფორმაცია ამის თაობაზე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე თავად მამუკა ხაზარაძემ გამოაქვეყნა.