Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალხას კვიცინიამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა ოკუპირებული აფხაზეთის ცესკოს გადაწყვეტილება


თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა ალხას კვიცინიამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 8 სექტემბერს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების თაობაზე. ამის შესახებ 11 სექტემბერს იტყობინება „აბხაზია-ინფორმი“.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ კანონის თანახმად, არჩევნების შედეგების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან სამი დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს უზენაეს სასამართლოში. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის მიღებიდან არაუგვიანეს ათი დღის ვადაში. არჩევნების შედეგების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ პრეზიდენტობის კანდიდატებს.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაზე საჩივრის თაობაზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო და საზედამხედველო წესით.

9 სექტემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურის არჩევნების შედეგები: „პრეზიდენტად არჩეულად ჩაითვალოს რაულ ხაჯიმბა და ვიცე-პრეზიდენტად არჩეულად ასლან ბარციცი“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ლიდერს, ალხას კვიცინიას ხმა მისცა 38 766-მა ამომრჩეველმა (46,17%), რესპუბლიკის მოქმედ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას - 39 793-მა ამომრჩეველმა (47,39%).

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 83 883-მა ადამიანმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 65,98%-ს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG