Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონი გახდა


ნუგზარ წურწუმია
ნუგზარ წურწუმია

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა თორმეტწლიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა. ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ნუგზარ წურწუმია ავიდა. 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 22 წლის სპორტსმენმა ფინალის გზაზე სამი შეხვედრა მოიგო. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ყაზახ მეტოქეს - ხორლან ჟაკანშას 9:0 სძლია.

დღესვე, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს ლაშა გობაძე, რომელიც 82 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვს შეხვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG