Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის ათ წევრს, მათ შორის კონსტანტინ კოსაჩოვს, არ მისცეს აშშ-ის ვიზა


გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის ათ წევრს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, კონსტანტინ კოსაჩოვს, არ მისცეს აშშ-ის ვიზა და ისინი ღონისძიებას ვერ დაესწრებიან. ამის შესახებ „ინტერფაქსმა“ განაცხადა კოსაჩოვზე დაყრდნობით და ფეისბუკზე დაადასტურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ.

დელეგაციის წევრები სამშაბათს აპირებდნენ ნიუ-იორკში გაფრენას. გენერალური ასამბლეის სესია ორშაბათს დაიწყო. აშშ-მა ვიზების გაუცემლობა ტექნიკური მიზეზებით ახსნა. კოსაჩოვმა ვითარებას უწოდა „ამაზრზენი აქცია, რომელსაც არა აქვს ახსნა და გამართლება“.

ზახაროვამ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არადამაჯერებლად მიიჩნევს აშშ-ის მხარის ახსნა-განმარტებას. მისი თქმით, ინციდენტი ცენტრალური თემა იქნება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვედრაზე.

XS
SM
MD
LG