Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაესი სასამართლო: პარლამენტის მუშაობის შეჩერებაზე ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება უკანონო იყო


დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ უკანონო იყო პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება პარლამენტის მუშაობის ხუთი კვირით შეჩერების თაობაზე. ამის შესახებ ბი-ბი-სი იტყობინება.

სასამართლოს დადგენილებაში ნათქვამია, რომ ჯონსონის გადაწყვეტილებას, რომელიც ოფიციალურად მოიწონა დედოფალმა, არ მოეპოვება არავითარი იურიდიული ძალა, და პარლამენტს შეუძლია ნებისმიერ დროს შეიკრიბოს. ამის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ორივე პალატის სპიკერებმა.

ჯონსონის ოპონენტებმა სასამართლოში შეიტანეს საქმე და პრემიერს ბრალი დასდეს იმაში, რომ ის ცდილობს, პარლამენტს ხელი შეუშალოს ბრექსიტის საკითხის განხილვაში. სასამართლო, ფაქტობრივ დაეთანხმა მათ არგუმენტაციას.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ლედი ჰეილმა განაცხადა, რომ მთავრობას არავითარი გონიერი ახსნა არ წარმოუდგენია, რატომ დასჭირდა ხუთი კვირით პარლამენტის მუშაობის შეჩერება ევროკავშირიდან ქვეყნის დაგეგმილი გასვლის წინ. მუშაობის შეწყვეტის ჩვეულებრივი ვადაა რამდენიმე დღე. გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული კოლეგიის 11 მოსამართლის მიერ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG