Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსი იტყობინება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ფრენის შესახებ


„რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ფრენა დაფიქსირდა 2019 წლის 24 სექტემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით არსებული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ", - ცნობა რადიო თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიაწოდეს.

სუსის შეფასებით, ეს ქმედება აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და ინფორმაცია მიეწოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM). რაც შეეხება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის მიმდებარედ განვითარებულ პროცესებს, აღნიშნული საკითხი ოქტომბრის დასაწყისში კიდევ ერთხელ მწვავედ იქნება დასმული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე", - აცხადებს სუსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG