Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ხელმძღვანელი გამოდის გაფრთხილებით აშშ-ის და ჩინეთის მიერ "ორი მეტოქე მსოფლიოს" შექმნაზე


გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მსოფლიო შეიძლება ორად გაიყოს და აშშ-მა და ჩინეთმა "შექმნან ორი განცალკევებული და მეტოქე მსოფლიო".

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ თავიდან ავირიდოთ ეს დიდი გახლეჩვა და შევინარჩუნოთ უნივერსალური სისტემა, უნივერსალური ეკონომიკა, საერთაშორისო სამართლის უნივერსალური პატივისცემით", - თქვა გუტერეშმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, 24 სექტემბერს.

გაეროს ხელმძღვანელმა მსოფლიოს ლიდერებს ასევე უთხრა, რომ დედამიწა არის კლიმატის კრიზისის, ტერორიზმის გავრცელების, ღრმა უთანასწორობის და, ასევე, სპარსეთის ყურეში კონფლიქტის "შემაშფოთებელი შესაძლებლობის" წინაშე.

XS
SM
MD
LG