Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: პლურალისტული და ძლიერი მედია დღევანდელი საქართველოს რეალობა გახლავთ


გაერო-ს ტრიბუნიდან პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ შესახებ ისაუბრა. სახელმწიფოს მეთაური სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესაც შეეხო.

„პლურალისტული და ძლიერი მედია დღევანდელი საქართველოს რეალობა გახლავთ. „ჟურნასლიტები საზღვრებს გარეშე“ საქართველოს მე-60-ე ადგილს ანიჭებენ; შთამბეჭდავი პროგრესია ამ ბოლო 7 წლის განმავლობაში, როდესაც საქართველო 104-ე ადგილს იკავებდა. სტრასბურგის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამყარებს საკუთრების უფლებას, მათ შორის მედიის სექტორში, რასაც შედეგად მეტი პლურალიზმი და ახალი არხების გახსნა მოჰყვა“, - თქვა ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე.

XS
SM
MD
LG