Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭო აკრიტიკებს ლგბტქ უფლებების მდგომარეობას საქართველოში


ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ლგბტქ უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ შორის, "თბილისი პრაიდის" მოვლენებზე.

კომიტეტი აღიარებს საქართველოში გატარებულ სამართლებრივ რეფორმებს, თუმცა აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არსებობს სერიოზული, სისტემური ხარვეზები კანონმდებლობაში დისკრიმინაციასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ლგბტქ ადამიანების წინააღმდეგ.

ევროსაბჭოში ხაზი გაუსვეს მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მნიშვნელობას დემოკრატიული საზოგადოებისათვის და სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას იყოს ამ პრინციპების დაცვის გარანტორი.

დეპუტატებმა შეშფოთება გამოთქვეს ლგბტქ ღირსების მარშის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე თბილისში, 2019 წლის ივნისში, მათ შორის, დემონსტრანტების, სახალხო დამცველისა და მისი მოადგილეების მიმართ მუქარაზე. ასევე, სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოძალადე ჰომოფობიური ჯგუფებისგან დემონსტრანტების ვერ დაცვაზე.

ევროსაბჭოში საქართველოს ხელისუფლებას ურჩევენ შექმნას სპეციალური საგამოძიებო დანაყოფი პოლიციაში, რომელიც ეფექტიანად გამოიძიებს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს.

საქართველოში არსებული ულტრა-ჰომოფობიური განწყობების მიუხედავად, ისტორიაში პირველი "თბილისი პრაიდის" ფარგლებში, ლგბტ ადამიანებმა და მხარდამჭერებმა მცირე დემონსტრაცია 8 ივლისს გამართეს.

XS
SM
MD
LG