Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესელია: ჩუგოშვილს ჰგონია, რომ გამბედავია, მაგრამ ვერ არის - ორ სკამზე ვერ იჯდები


დეპუტატი ეკა ბესელია „პალიტრანიუსის“ ეთერში პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„თამარს ჰგონია, რომ ძალიან გამბედავია, მაგრამ ვერ არის გამბედავი. არ გავკიცხავ იმის გამო, რომ ვერ არის გამბედავი. რაც არ უნდა უნდოდეს, რომ ასეთი იყოს, ორ სკამზე ვერ იჯდები; ან უნდა იყო პრინციპული, ან არ უნდა იყო; ან უნდა შეელიო კომფორტს და დადგე ამ [პრინციპულ] პოზიციაზე... თან ვერ შეელიო კომფორტს და თან არ გინდა, რომ გაკრიტიკონ, ასე არ გამოვა“, - მიიჩნევს ეკა ბესელია.

როგორც „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ამბობს, ის არ კიცხავს ჩუგოშვილს, თუმცა მის მოქმედებას სახელს არქმევს.

დეპუტატი თამარ ჩუგოშვილის იმ განცხადებასაც აკრიტიკებს, სადაც მან ყურადღება გაამახვილა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურის შემუშავებაზე.

„მას [ჩუგოშვილს] მიაჩნია, რომ ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან შერჩევის პროცესი ნორმალურად მიდის? როდესაც იუსტიციის საბჭოს მისცეს ბერკეტი, რომ 20 კანდიდატი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ფარული კენჭისყრით შეარჩიოს. შედეგად 20 ცუდი კანდიდატი მივიღეთ. ეს მოსწონს თამარ ჩუგოშვილს?!“ - ამბობს ბესელია.

26 სექტემბერს ეკა ბესელიამ „მთავარი არხის“ ეთერში ილაპარაკა ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შესახებ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურებს ეხებოდა.

როგორც ბესელია ამბობს, ივანიშვილთან შეხვედრას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერიც ესწრებოდა.

ჩუგოშვილმა ამ შეხვედრაში მონაწილეობა დაადასტურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG