Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა თავისი იმპიჩმენტის თაობაზე გამოძიებას „გადატრიალების მცდელობა“ უწოდა


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი იმპიჩმენტის თაობაზე გამოძიებას „გადატრიალების მცდელობა“ უწოდა. გამოძიების ინიცირება დემოკრატებმა მოახდინეს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში. ამის საბაბი გახდა ტრამპის სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. საუბრისა და მისი შინაარსის შესახებ ცნობილი გახდა ინფორმატორის, აშშ-ის სპეცსამსახურების თანამშრომლისგან.

თეთრმა სახლმა სექტემბრის ბოლოს გამოაქვეყნა საუბრის ტექსტი. დოკუმენტის თანახმად, ტრამპი ზელენსკის სთხოვდა გამოძიების ჩატარებას დემოკრატ ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ. ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის სავარაუდო კონკურენტია. ტრამპის თქმით, ბაიდენი უმცროსი უკრაინაში კორუფციასთან იყო კავშირში. პრეზიდენტის კრიტიკოსების თანახმად, ტრამპმა გადაამეტა უფლებამოსილებებს, როცა შესაძლო მეტოქეზე კომპრომატის მოპოვებას შეეცადა.

ტრამპი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG