Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მედუზა": ლიბიის ტერიტორიაზე რუსეთის 10-დან 35-მდე დაქირავებული მებრძოლი დაიღუპა


Teaser - Tracing Russia's Vagner Mercenaries
Teaser - Tracing Russia's Vagner Mercenaries

ლიბიის ტერიტორიაზე მიმდინარე სამოქალაქო ომში რუსეთის 10-დან 35-მდე დაქირავებული მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ გამოცემა „მედუზა“ იტყობინება საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. ლიბიაში დაღუპულ რუსეთის მოქალაქეებზე ზუსტი ინფორმაცია არ მოიპოვება. გამოცემის თანახმად, დაღუპულების შესახებ ნათესავებს არ მიუღიათ ინფორმაცია არც რუსეთის სამხედრო უწყებისგან, არც სხვა სტრუქტურებისგან. დაღუპულთა ცხედრებს რუსეთში მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს გადაასვენებენ მოსკოვის ქალაქის საბჭოს არჩევნების გარშემო წარმოქმნილი საზოგადოებრივი მღელვარების გამო, განუცხადა „მედუზას“ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელობასთან ახლოს მყოფმა წყარომ.

ლიბიაში უკვე რამდენიმე წელია გრძელდება სამხედრო მოქმედებები, მაგრამ რუსეთი მათში ოფიციალურად არ მონაწილეობს. სექტემბერში Bloomberg-ი იტყობინებოდა, რომ ლიბიაში „ვაგნერის“ ასზე მეტი დაქირავებული მებრძოლი გადაისროლეს. მარტში The Telegraph-ი წერდა, რომ ლიბიაში „ვაგნერის“ დაქირავებულთა რიცხვი 300-ს აღწევს.

XS
SM
MD
LG