Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძის განცხადება სექსისტური და მავნებლურია, ამბობს იდა ბახტურიძე


„ერთია, რომ მამუკა ხაზარაძის გამონათქვამი მაია ცქიტიშვილის მისამართით ცალსახა სექსიზმია, რადგან ეს იმ გავრცელებული სტერეოტიპული წარმოდგენების გამყარებას უწყობს ხელს, რომელიც ქალის მთავარ (ზოგისთვის ერთადერთ) ფუნქციად „კარგ ხაჭაპურს“ და „კარგ დიასახლისობას“ გულისხმობს და მეორეა, რომ მავნებლურია პოლიტიკოსისგან, რომელიც არ იაზრებს იმ მინიმალურ პასუხისმგებლობებს, რაც მას, როგორც მომავლის პოლიტიკოსებს ეკისრება ჩვენს რეალობაში დამკვიდრებული სრულიად მტრული და მორალური ტერაქტების პირობებში მომუშავე პოლიტიკოსი ქალების წინაშე, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ქალთა უფლებების დამცველი იდა ბახტურიძე.

მისი სიტყვებით, მამუკა ხაზარაძე, მსგავსი დამოკიდებულებებით თავადაც ხელს უწყობს არსებული ქალთმოძულეობრივი პრაქტიკის შენარჩუნებას ქართულ პოლიტიკაში.

„მათ ავიწყდებათ, რომ ამით მხოლოდ მაია ცქიტიშვილს კი არ აყენებენ პერსონალურ შეაურაცხყოფას, არამედ საკუთარ კოლეგა ქალებს, მათ ამომრჩევლებს და ყველა სხვა ქალსაც. აქვე გავაფრთხილებ - ბატონო მამუკა, მე ძალიან ცუდ ხაჭაპურს ვაცხობ და იმედია, პარლამენტში თუ შეხვალთ, საგანგებო კანონმდებლობას არ შემოგვთავაზებთ, რომლითაც ყველა ქალს დაგვევალება კარგი ხაჭაპურის ცხობა“, - ამბობს იდა ბახტურიძე.

„ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის თქმით, შესაძლოა მინისტრი მაია ცქიტიშვილი კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს ინფრასტრუქტურაზე. მაია ცქიტიშვილის საქმიანობა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან ასე შეაფასა მოძრაობის ახალი 12 წევრის წარდგენის შემდეგ

XS
SM
MD
LG