Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ყანჩელი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს


დღეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი. კომპოზიტორის ოჯახის თანახმად, ეს თავად მისი სურვილი იყო.

გია ყანჩელი კვირას 14 საათზე გაასვენეს რუსთაველის თეატრიდან, რომელთანაც ის წლების განმავლობაში თანამშრომლობდა.

გია ყანჩელმა სიცოცხლეშივე დაიმკვიდრა ეპოქალური კომპოზიტორის სახელი. სიმფონიური და საოპერო მუსიკის გარდა, მისი შემოქმედება მოიცავს ცნობილი კინოფილმებისა და სპექტაკლებისთვის დაწერილ მუსიკას.

გია ყანჩელი 1935 წელს დაიბადა. სხვადასხვა წლებში იყო რუსთაველის თეატრის მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელი, ანტვერპენის სიმფონიური ორკესტრის მიწვეული კომპოზიტორი. ყანჩელი 1995 წლიდან ცხოვრობდა ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში. იგი 2 ოქტომბერს გარდაიცვალა თბილისში.

გია ყანჩელი იყო საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, მრავალი საერთაშორისო პრემიისა და ჯილდოს ლაურეატი.

XS
SM
MD
LG