Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო ამერიკული დანაყოფების გასვლა თურქეთის მოსაზღვრე სირიის ტერიტორიიდან


ამერიკელი და თურქი სამხედროები ჩრდილოეთ სირიაში
ამერიკელი და თურქი სამხედროები ჩრდილოეთ სირიაში

აშშ-ის სამხედრო ძალებმა დაიწყეს გასვლა თურქეთის მოსაზღვრე ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიიდან, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ დატოვებს ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ თურქეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო ოპერაციის სავარაუდო ტერიტორიას.

სააგენტო „როიტერსი“ აშშ-ის ხელისუფლების ანონიმ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამერიკელმა სამხედროებმა უკვე დატოვეს ორი სადამკვირვებლო პუნქტი თელ აბიადსა და რას ალ აინში.

ამ ინფორმაციას ადასტურებს სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიაც. „ამერიკულმა სამხედრო ძალებმა დატოვეს თურქეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორია“, - იუწყება ქურთების ლიდერობით მოქმედი სირიის დემოკრატიული (SDF) ძალების ხელმძღვანელობა.

თურქეთმა რამდენიმე თვის წინ დაიმუქრა, რომ დაიწყებს სამხედრო ოპერაციას ჩრდილოეთ სირიაში, სადაც ანკარას სურს „უსაფრთხოების ზონის“ შექმნა.

6 ოქტომბერს გაიმართა სატელეფონო საუბარი დონალდ ტრამპსა და რეჯეპ ტაიპ ერდოანს შორის. ამ საუბრის შემდეგ მალევე, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ არ აპირებს, „ან დაეხმაროს, ან მონაწილეობა მიიღოს თურქეთის გრძელვადიანი სამხედრო გეგმის რეალიზებაში“ ჩრდილოეთ სირიაში, მაგრამ ამერიკელი სამხედროები დატოვებენ სამხედრო ოპერაციის მიმდებარე ტერიტორიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG