Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარნეულის ცენტრში ორი ახალგაზრდა დაჭრეს


მარნეულის ცენტრში 10 ოქტომბერს დაჭრილი ორი ახალგაზრდა მამაკაციდან ერთს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს ქვედა კიდურზე მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“.

„ერთ-ერთს წვივის არეში ძვლის მრავლობითი მოტეხილობა ჰქონდა, მეორეც ქვედა კიდურის არეშია დაჭრილი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით“, აცნობეს რადიო თავისუფლებას ჰოსპიტალიდან.

დღისით რუსთაველის ქუჩაზე, ჩაიხანასთან, რამდენიმე გასროლა გაისმა. დაჭრილები არიან 19 და 22 წლის ახალგაზრდები.
„ჯეო ჰოსპიტალსის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ახალგაზრდების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

შს სამინისტროს ცნობით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სს კოდექსის 118-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად დაზიანებას. სამინისტრო ინციდენტის გამომწვევ მიზეზს ადგენს.

XS
SM
MD
LG