Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიშინიოვში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება


ანდრეი ნესტასე და იონ ჩებანი
ანდრეი ნესტასე და იონ ჩებანი

მოლდოვაში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ქვეყნის დედაქალაქ კიშინიოვის მერად პირველსავე ტურში ასარჩევად საჭირო ხმები, 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

20 ოქტომბრის კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, პირველ ადგილზე გავიდა პრორუსულად განწყობილი სოციალისტი იონ ჩებანი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა 41,95%-მა. პროევროპული მმართველი ბლოკის ACUM-ის კანდიდატს, ანდრეი ნესტასეს 30,58% აქვს. კიშინიოვის ყოფილ მერს, ლიბერალ დორინ კირტოაკეს ხმა მისცა 9,39%-მა.

წინაწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 36% იყო.

იონ ჩებანის და ანდრეი ნესტასეს მონაწილეობით, არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG