Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ტოჩინოშინს და იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა


ლევან გორგაძე(ტოჩინოშინი) და სალომე ზურაბიშვილი
ლევან გორგაძე(ტოჩინოშინი) და სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტოკიოში შეხვდა ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს, ტოჩინოშინს.

შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე დაწერა, რომ შთამბეჭდავი იყო იმის მოსმენა, თუ რისი გაღება მოუწია ლევან გორგაძეს ოძეკის წოდების მოსაპოვებლად.

ტოკიოში სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ იასუჰირო იამაშიტას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს 2020 წელს, ტოკიოში დაგეგმილ ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებსა და სპორტის სფეროში საქართველო-იაპონიის ურთიერთობებზე.

იაპონიაში სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტით 20 ოქტომბერს დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი იაპონიის იმპერატორ ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება და რამდენიმე შეხვედრას გამართავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი შეხვდება იაპონიის პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, ტოკიოს მერს და ავსტრიის და სომხეთის პრეზიდენტებს.

იაპონიაში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი 25 ოქტომბერს დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG