Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური სტატისტიკით გაზრდილია ექსპორტი საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის(საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 9 193.7 მლნ. აშშ დოლარი, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.5%-ით მეტია.

წლის პირველ ცხრა თვეში ექსპორტი 2 719.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (11.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6 474.5 მლნ. აშშ დოლარს (3.3 პროცენტით ნაკლები).

საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8%-ია

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 620.1 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 16.3%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და მთლიანი ექსპორტის 22.8%-ს შეადგენს.

2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 430.9 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 23.2%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და მთლიანი ექსპორტის 52.6%-ს შეადგენს.

2019 წლის იანვარ-სექტემბერში უმსხვილესი საექსპორტო სამეულია: რუსეთი (371.1 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (355.1 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (261.3 მლნ. აშშ დოლარი).

რაც შეეხება იმპორტს, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში პირველ სამეულში შევიდნენ: თურქეთი (1 138.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (661.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (647.2 მლნ. აშშ დოლარი).

„საქსტატის“ მონაცემებითვე, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო სამეულშია სპილენძის მადნები და კონცენტრატები, მსუბუქი ავტომობილები და ფეროშენადნობები.

წლის პირველ ცხრა თვეში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი წარმოდგენილი იყო ნავთობით და ნავთობპროდუქტებით, მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილები და მესამეს სპილენძის მადნები და კონცენტრანტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG