Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საცხობის მფლობელის თქმით, აფხაზური ქორწილისთვის 40 თხა ზუგდიდში შეწვეს


დაუნაწევრებალდ შემწვარი ცხოველები ზუგდიდიდან ოკუპირებულ აფხაზეთში სპეციალური, მაცივრიანი სატვირთო ავტომანქანით ჩაიტანეს, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზუგდიდის ერთ-ერთი საცხობის მფლობელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

მამაკაცი გვიყვება, რომ ქორწილისთვის 40 თხის ეტაპობრივად შეწვას ერთი დღე-ღამე დასჭირდა. მისი ინფორმაციით, 1 თხის შეწვის ღირებულება მათ თონეში 35 ლარია. ჯამში კი ეს მომსახურება მომხმარებელს 1 400 ლარი დაუჯდა.

საცხობის თანამშრომელი კი აზუსტებს, რომ თავდაპირველად საცხობში მხოლოდ ერთი დაკლული თხა მოიტანეს, შეწვეს და წაიღეს აფხაზეთში, იმისთვის, რომ შესრულებული სამუშაოს ხარისხში დარწმუნებულიყვნენ.

ბლოგერ ბესლან ხვარწკაიას, სწორედ, ამ ქორწილში გადაღებულ ფოტოზე მინაწერის გამო, ფიზიკურად გაუსწორდნენ

„ვაცის ქორწილი“ (козлосвадьба)", - ასე უწოდა ხვარწკაიამ სუფრას, სადაც დაუნაწევრებლად შემწვარი ცხოველები ეწყო.

ბესლან ხვარწკაიას ცემის ამსახველ ფოტოებს „ფეისბუკის" გვერდზე ერთ-ერთი მომხმარებელი აქვეყნებს.

XS
SM
MD
LG