Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნურმა ტელევიზიამ აჩვენა კადრები, რომლებშიც გროზნოს ყოფილი მერი ქალს ელექტროშოკით სცემს


ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა კადრები, რომლებშიც გროზნოს ყოფილი მერი ისლამ კადიროვი ელექტროშოკით ურტყამს ქალს და უხეშად ეპყრობა მოქალაქეებს.

ხუთშაბათს საღამოს, ტელეარხ "გროზნოს" ეთერში გავიდა 12-წუთიანი სიუჟეტი 2015 წელს ისლამ კადიროვის მერის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებზე.

სიუჟეტის თანახმად, კადიროვის პრესსამსახურმა ჟურნალსიტებს გადასცა დაახლოებით 8-საათიანი ვიდეო მასალა, რომელიც აქამდე საჯარო არ ყოფილა. კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს ჩეჩნეთის დედაქალაქის ყოფილი მერი ქალს ელექტროშოკს, ემუქრება, აშანტაჟებს მოქალაქეებს და მათგან "არაკანონიერი ქმედებების" აღიარებას მოითხოვს. სხვა კადრებში ჩანს, როგორ უგრეხენ ხელებს კაცს მერის დაცვის თანამშრომლები.

ჩეჩნეთის მმართველის, რამზან კადიროვის პრესმდივანი ალვი კარიმოვი ისლამ კადიროვის ქმედებებს უკავშირებს ტრავმას, რომელიც მან საავტომობილო ავარიის დროს მიიღო.

"მან ძალიან ბევრი გააკეთა ამ თანამდებობაზე. თუმცა, როცა ცნობილი გახდა, რომ კარგი მიზნების მისაღწევად ისლამი მიუღებელ მეთოდებს იყენებდა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა ის დაითხოვა", - ამბობს კარიმოვი.

კადრების გამოქვეყნების შემდეგ, ჩეჩნეთის პოლიციამ გროზნოს ყოფილი მერის ქმედებებზე მოკვლევა დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG