Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტს ანა დოლიძისთვის იუსტიციის საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას სთხოვენ


ანა დოლიძე
ანა დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა მოამზადა მიმართვა, რომლის თანახმად, საბჭო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, უფლებამოსილება შეუწყვიტოს საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს.

მიმართვაში, რომელიც გვრიტიშვილმა საბჭოს წევრებს დღევანდელ სხდომაზე წარუდგინა, მიზეზად დასახელებულია დოლიძის პოლიტიკური საქმიანობა.

დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, არაერთხელ გააკეთა პოლიტიკური განცხადებები და მოწოდებები, მათ შორის, მოითხოვა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა.

მიმართვის თანახმად, ანა დოლიძე სისტემატურად არღვევს საჯარო მოსამსახურის ეთიკას და მისი ქმედებები არა მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული, არამედ ზიანს აყენებს მის თანამდებობაზე დამნიშნავ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს - საქართველოს პრეზიდენტსაც.

საქართველოს წინა პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ 2018 წლის 8 იანვარს გამოცემული განკარგულებით, ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს წევრად ოთხი წლის ვადითაა დანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG