Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედროები "სასწავლო მიზნებით მუშაობის საბრძოლო რეჟიმზე" გადავიდნენ


ე.წ. სამხრეთ ოსეთის არმიის სამხედროები (საარქივო ფოტო)
ე.წ. სამხრეთ ოსეთის არმიის სამხედროები (საარქივო ფოტო)

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. შეიარაღებული ძალების სამხედრო მართვის ორგანოები სასწავლო მიზნებით მუშაობის საბრძოლო რეჟიმზე გადავიდნენ. ინფორმაციას ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო „რეს“-ი ავრცელებს დე ფაქტო თავდაცვის მინისტრ იბრაგიმ გასეევის განკარგულებაზე დაყრდნობით.

25 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, „საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანა განხორციელდა ფუნქციური მოვალეობებისთვის სამხედრო მართვის ორგანოთა მზადყოფნის შესამოწმებლად ოპერატიული და ტაქტიკური ვითარების სხვადასხვა პირობებში და სამხედრო მოსამსახურეთა პროფესიულ-თანამდებობრივი დონის შესამოწმებლად“.

„რეს“-ის ცნობითვე, „საბრძოლოსთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობების შესაქმნელად განყოფილებების და სამსახურების ოფიცრები გადაიყვანეს სამხედრო პოლიგონზე საველე პირობებში სასწავლო-საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად“.

ამავე სააგენტოს ინფორმაციით, მუშაობის საბრძოლო რეჟიმი გაგრძელდება „მინისტრის საგანგებო განკარგულებამდე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG