Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა


არსებითი განხილვისთვის სასამართლოს გადაეცა „ფულის გათეთრების საქმე“, რომელშიც ბრალდებულები არიან საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, აგრეთვე, „ტვ პირველის“ მესაკუთრის მამა ავთანდილს წერეთელი.

სასამართლომ ძალაში დატოვა ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო, თითოეულის მიმართ 700 000 ლარი. წერეთელს კი 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

მამუკა ხაზარაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პროკურატურასა და სასამართლოში ხდება აბსოლუტური უკანონობა.

„დავინახე კიდევ ერთი რამ – ეს არის პროკურორების უცოდინრობა, გაუნათლებლობა. ძალიან დავფიქრდი იმ მდგომარეობაზე, თუ ასეთი განათლების დონე გვაქვს, ასეთ სპეციალისტებს უშვებენ (ყველაზე არ მაქვს საუბარი) ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები და საგანმანათლებლო სისტემა, კიდევ უფრო მეტად შემეშინდა ჩვენი მომავლის. აქ აღარ გვაქვს საუბარი უსამართლობაზე, დავალების შესრულებაზე, აქ გვაქვს ელემენტარული არცოდნა ტერმინების და ისეთი რაღაცების, რაც უნდა იცოდეს მე-5, მე-7, მე-9 კლასის მოსწავლეებმა. ძალიან მძიმე შთაბეჭდილებით გამოვედი ამის გამო. ქვეყანა არის გადასარჩენი – განათლება, განათლება და განათლება, ზოგადი და კონკრეტულად სპეციალიზაციას რაც შეეხება”,- აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

საქმის არსებითი განხილვა 8 ნოემბერს დაიწყება.

საქმესთან დაკავშირებული ისტორია 11 წლის წინანდელ მოვლენებს ეხება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG