Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ახვლედიანი: რუსეთი ემზადება თავის აკვატორიაში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად


პარლამენტში იმართება შეხვედრა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურ დირექტორთან, ლევან ახვლედიანთან. თავის შესავალ სიტყვაში ლევან ახვლედიანმა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ანაკლიის პორტი მოიცავს 340 ჰა ტერიტორიას და ეს არის 100 მილიონი ტვირთბრუნვის რესურსი. „ამგვარი ინფრასტრუქტურისთვის საჭიროა ძალიან ბევრი მიწა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ანაკლიის გარდა ასეთი პორტი ვერსად გაკეთდება. ფოთის პორტი წელიწადში 100 დღე დაკეტილია, ჩვენ ვერ ვიღებთ შავ ზღვაში მოცურავე გემების 75 პროცენტს. უპრეცედენტოა ტვირთბრუნვის ზრდა. ძალიან მალე ჩვენი არსებული პორტები ამ მოთხოვნებს ვეღარ დააკმაყოფილებენ. ანაკლიის აშენებით კი ყველა ეს ჩამოთვლილი პრობლემა გვარდება. ჩვენ ასევე შევძლებთ დავიბრუნოთ ის ტვირთები, რომელსაც კარგავს ქვეყანა. ჩვენ შევძლებთ ყველაზე დიდი გემების მიღებას…სანამ ჩვენ ასე ვზივართ, რუსეთი აჩქარებული ტემპებით ემზადება თავის აკვატორიაში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად…“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG