Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატები: თეთრი სახლის წარმომადგენელმა "გაამყარა" ტრამპის იმპიჩმენტის მოკვლევის ფაქტები


აშშ-ის კონგრესში დემოკრატები აცხადებენ, რომ ჩვენებამ, რომელიც თეთრი სახლის მოქმედმა ოფიციალურმა პირმა მისცა პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ მოკვლევის ფარგლებში, „დაადასტურა ამბის ის ცენტრალური ფაქტები, რომელთა შესახებ მოსმენილი გვქონდა“.

რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა მხარდამჭერებმა მოწმის ჩვენებას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭეს.

ალექსანდერ ვინდმანმა - არმიის მაღალჩინოსანმა და ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპული საქმეების განყოფილების დირექტორმა - 29 ოქტომბერს დახურულ კარს მიღმა მისცა ჩვენება იმ მოკვლევის ფარგლებში, რომელსაც წარმომადგენელთა პალატა აწარმოებს. კანონმდებლები ცდილობენ, დაადგინონ, რამდენად წარმოადგენდა ტრამპის მიერ გადადგმული ნაბიჯები იმპიჩმენტის შესაფარდებელ მოქმედებას. ვინდმანი ჩვენების მიმცემი ერთადერთი პირია, რომელიც ესწრებოდა 25 ივლისს ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართულ სატელეფონო საუბარს, რომლის დროსაც ტრამპმა ითხოვა კიევს გამოძიება დაეწყო მის პოლიტიკურ მეტოქე ჯო ბაიდენსა და მის ვაჟთან, ჰანტერთან დაკავშირებული ენერგეტიკული კომპანიის გარშემო.

„სატელეფონო ზარმა შემაშფოთა, - თქვა ვინდმანმა, წინასწარი შენიშვნების თანახმად, - არ ვთვლიდი, რომ სწორი ნაბიჯი იყო უცხოეთის მთავრობისთვის აშშ-ის მოქალაქის გარშემო გამოძიების დაწყების თხოვნა და მაშფოთებდა ის, თუ როგორ აისახებოდა ეს უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარებაზე“.

ვინდმანი საბჭოთა უკრაინაში დაიბადა და აშშ-ში სამი წლის ასაკში, 1979 წელს გადავიდა საცხოვრებლად. მას არმიაში მუშაობის ოცწლიანი გამოცდილება აქვს. 2008 წლის შემდეგ ის საერთაშორისო ურთიერთობების სფეროშია და ევრაზიის საკითხების სპეციალისტია. ნამუშევარი აქვს მოსკოვსა და კიევში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG