Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მოიწონა თურქეთის წინააღმდეგ სანქციები


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მოიწონა თურქეთის წინააღმდეგ სანქციები. მან პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, შემოიღოს შეზღუდვები სამხედრო ოპერაციის გამო, რომელიც ანკარამ ქურთების წინააღმდეგ ჩრდილოეთ სირიაში წამოიწყო. რეზოლუცია მოიწონა პალატის უმრავლესობამ, მათ შორის, რესპუბლიკელებმაც.

როგორც გამოცემა The Hill-ი აღნიშნავს, ახალი სანქციების მოწოდებას, დიდი ალბათობით, მხარს არ დაუჭერს აშშ-ის სენატი. იქ შიშობენ, რომ მსგავსი ზომები ნატოში ვაშინგტონის მოკავშირის მიმართ, სახიფათოა.

მიმდინარე თვეში ტრამპმა უკვე შემოიღო თურქეთის მიმართ შეზღუდვები, მაგრამ შემდეგ გააუქმა, როცა ანკარა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას დათანხმდა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე აღნიშნა, რომ აშშ-ის ასეთი მოქმედება არ შეესატყვისება ნატოში პარტნიორობის პრინციპებს.

XS
SM
MD
LG