Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი - ეროვნულმა ბანკმა ამ წარწერით მონეტა გამოუშვა


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა, რომელიც ევროპის საბჭოს დაარსებიდან 70, ხოლო საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს ეძღვნება.

„მონეტის ავერსი გაყოფილია სიმეტრიულად ორ თანაბარ ნაწილად, რომელთაც წრიულად გამოსახული 47 ხელჩაჭიდებული ადამიანის პიქტოგრამა აერთიანებთ, როგორც ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის სიმბოლო. მონეტის მარჯვენა მხარეს გამოსახულია ევროპის საბჭოს 70 წლის საიუბილეო თარიღის აღმნიშვნელი ლოგო, მონეტის მარცხენა მხარეს განთავსებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე წარწერები: "ჩვენი უფლებები, ჩვენი თავისუფლებები, ჩვენი ევროპა"; "Our Rights, Our Freedoms, Our Europe"; "5 ლარი".


ავერსის მსგავსად, მონეტის რევერსიც, ორ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი, რომელთაც, ასევე, წრიულად გამოსახული 47 ხელჩაჭიდებული ადამიანის პიქტოგრამა აერთიანებს, მათგან ერთი წითელი ფერითაა აღნიშნული, რომელიც სიმბოლურად საქართველოს აღნიშნავს. მონეტის მარცხენა მხარეს გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა და წარწერები: "საქართველო"; "Georgia"; "20" (საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის აღსანიშნავად); "1999 2019", ხოლო მარჯვენა მხარეს დატანილია საქართველოს რუკა და წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე: "მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი", "I am Georgian, and therefore I am European", - განმარტავს ეროვნული ბანკი.

საკოლექციო მონეტა ლიეტუვის ზარაფხანაში მოიჭრა, მისი ღირებულება 95 ლარია. მონეტების შეძენა 1 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG