Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტროპოლიტი ნიკოლოზი: მეუფე იაკობი რჩება სინოდის წევრად


მიტროპოლიტი ნიკოლოზი
მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ ბოდბელმა მიტროპოლიტმა იაკობმა, პატრიარქის განმარტებით, გამოიჩინა სულიერება, გადადგა ქორეპისკოპოსისა და საფინანსო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან, პატრიარქს აღსარება ჩააბარა და მისგან შენდობა ითხოვა. ამიტომ იგი რჩება სინოდის წევრად. მიტროპოლიტ ნიკოლოზის თანახმად, მეუფე იაკობის განცხადებების შინაარსზე წმინდა სინოდის სხდომაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა სამომავლოდ იგი განიხილება:

„რა თქმა უნდა ამ საკითხებზე მსჯელობა იქნება, ოღონდ შესაბამისი ფორმით. მეუფე იაკობი ამის შესახებ სინოდის კომისიას მოუყვება, ვიმსჯელებთ, განვიხილავთ, შევისწავლით. ეს არ არის უბრალო საკითხი“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა განმარტა, რომ სინოდმა პირველ საკითხად დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე იმსჯელა. მისი თქმით, თუ პრეზიდენტი გაითვალისწინებს ეკლესიის შუამდგომლობას და დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს, მოხდება მისი ბრალის დადგენა საეკლესიო თვალსაზრისით, შეფასდება მისი, როგორც სასულიერო პირის მოქმედება. მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ სინოდს უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე არ უმსჯელია. მისივე თქმით, სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, წლის განმავლობაში სხდომების რაოდენობა გაიზარდოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG