Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანიებმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მუქარის წერილი მიიღეს


პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და რამდენიმე მედია საშუალებამ, მათ შორის ტელეკომპანიებმა ტვ პირველმა, მთავარმა არხმა, რუსთავი 2-მა, აჭარა ტვ-მ და სხვებმა ელექტრონული ფოსტით მუქარის შემცველი წერილი მიიღეს. აღნიშნულ წერილში Black Mirror-ად წოდებული უცნობი პირი 3 დღის ვადაში ანგარიშზე 500 ბიტკოინის გადარიცხვას ითხოვს.

წერილში უცნობი პირი 28 ოქტომბრის კიბერთავდასხმას თავის თავზე იღებს.

მუქარის წერილის სქრინი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ტვ პირველის დამფძნებელმა, ვატო წერეთელმა. იგი საგამოძიებო სტრუქტურებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე კომენტარს ჯერ არ აკეთებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG