Accessibility links

მეუფე ნიკოლოზი პეტრეზე: ხელით არ შეხებია პატრიარქს, ხმით კი


ახალქალაქის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა სინოდის სხდომაზე ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრეს ქცევის შესახებ ტელეკოmპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა. მისი სიტყვებით, პეტრე პატრიარqს ხელით არ შეხებია, მაგრამ „ხმით შეეხო“, ვინაიდან ძალიaნ ხმამაღლა ესაუბრებოდა მას.

"ხელით არ შეხებია ის პატრიარქს, ვერ შეეხებოდა, იმიტომ რომ იქ სხვა მღვდელმთავრებიც იყვნენ, მაგრამ როდესაც იგი ძალიან ახლო მანძილზე მივიდა პატრიარქთან და ძალიან ხმამაღლა გამოხატავდა, ადამიანური, ჩვეულებრივი ყვირილის ზღვარს მიღმა იყო მისი საქციელი, პატრიარქის კვერთხი, რომელიც იყო მიყუდებული, წაიქცა. არ ვიცი, თვითონ გაკრა ხელი თუ ყვირილისგან. პატრიარქის კვერთხი არ უნდა წაიქცეს. ეს უკვე გადასული იყო ზღვარს. როდესაც ადამიანთან ახლოს მიხვალ და მთელი ძალით დაუყვირებ, არის ეს ფიზიკური შეხება? ჰაერის ტალღები, რომელსაც შენ წარმოქმნი, ხომ ზემოქმედებას ახდენს, ხელით არ შეხებია და ვერც შეეხებოდა. ხელით არა, მხრით არა, ფეხით არა - მაგრამ ხმით კი,"- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

თავის მხრივ მეუფე პეტრემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ის სინოდის სხდომაზე ხმამაღლა იმიტომ საუბრობდა რომ მიკროფინი არ ჰქონდა ჩართული და სურდა მისი სიტყვები პატარიარქს კარგად გაეგო.

31 ოქტომბრის სინოდის სხდომა მის დასრულებამდე დატოვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, რომელმაც განაცხადა, რომ პატრიარქმა მღვდელმთვრობიდან გადააყენა. პეტრემ გადაწყვეტილებას უსამართლი უწოდა და მიზეზად დაასახელა მის მიერ ეკლესიაში "მამათმავლობის მხილება".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG