Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმა და რუსმა სამხედროებმა დაიწყეს ერთობლივი პატრულირება ჩრდილოეთ სირიაში


რუსული სამხედრო პატრული ქალაქ კობანეში
რუსული სამხედრო პატრული ქალაქ კობანეში

1 ნოემბრიდან თურქეთისა და რუსეთის სამხედროებმა დაიწყეს ერთობლივი პატრულირება ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, რაზეც გასულ კვირაში შეთანხმდნენ ანკარა და მოსკოვი თურქეთის მიერ სირიის ტერიტორიაზე დაწყებული ოპერაციის დასრულების შემდეგ.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სახმელეთო და საჰაერო კომპონენტისაგან შემდგარი ერთობლივი პატრული დავალებას ასრულებს სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ ალ-დარაბაზიაჰში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პატრულის მობილურობას უზრუნველყოფს შესაბამისი ჯავშანტექნიკა - რუსული BTR-82, „ტიგრი“ და „ტაიფუნი, ხოლო თურქეთის მხრიდან - „კირპის“ კლასის ჯავშანმანქანები.

ერთობლივი პატრულირების ზონის მოცულობა 110 კილომეტრია.

სირიის საზღვარზე პატრულირების დაწყებას ადასტურებენ სირიის დემოკრატიული ძალებიც (SDF).

XS
SM
MD
LG