Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პომპეო აცხადებს, რომ ერაყის მთავრობამ უნდა მოუსმინოს დემონსტრანტების მოთხოვნებს


სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო
სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა ერაყის ხელისუფლებას, რომ მოუსმინოს ერაყელი ხალხის „კანონიერ მოთხოვნებს“ და შეარბილოს „მკაცრი ზომები“, რაც პრეზიდენტმა ბაჰრამ სალიჰმა შემოიღო ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდავად. ამ განცხადების ფონია ერაყის დედაქალაქ ბაღდადსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე უწყვეტი ანტისამთავრობო აქციები, რომლის მონაწილეები ილაშქრებენ ხელისუფლებაში გამეფებული კორუფციის, უმუშევრობისა და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ.

მორიგ საპროტესტო აქციაზე, 2 ნოემბერს, ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს უმ ყაშრის პორტში მიმდინარე მჯდომარე აქციის დასაშლელად.

„აშშ მიესალმება ნებისმიერ სერიოზულ ძალისხმევას ერაყის ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ერაყის საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებისკენ იქნება გადადგმული“, - განაცხადა მაიკ პომპეომ 1 ნოემბერს. მან მოუწოდა მხარეებს, „თავი შეიკავონ ძალადობისგან“ და დასძინა, რომ ოქტომბრის თვეში მომხდარი ძალადობის გამოძიებამ მთავრობის მხრიდან, ვერ მოიპოვა მოსახლეობის „შესაბამისი ნდობა“.

ერაყში ოქტომბრის პირველი რიცხვებიდან დაწყებული ანტისამათავრობო დემონსტრაციების დროს მომხდარი არეულობის აღსაკვეთად უსაფრთხოების ძალების მხრიდან გამოყენებული ჭარბი ძალის შედეგად დაახლოებით 250 კაცი დაიღუპა, 12 ათასზე მეტი დაშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG