Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის უზენაესი ლიდერი შეუძლებლად მიიჩნევს ვაშინგტონთან ნებისმიერ მოლაპარაკებას


აიათოლა ალი ხამენეი
აიათოლა ალი ხამენეი

ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ თეირანი ინარჩუნებს აკრძალვას აშშ-სთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკების გამართვის თაობაზე.

„ამერიკის პოლიტიკური ინფილტრაციის თავიდან აცილების ერთადერთი გზა, მასთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკების აკრძალვაა. ეს ნიშნავს, რომ ირანი არ დაჰყვება აშშ-ის ზეწოლას“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ 3 ნოემბერს, თეირანში აშშ-ის საელჩოს ხელში ჩაგდების მე-40 წლისთავთან დაკავშირებული მიმართვის დროს.

აიათოლა ალი ხამენეი შეცდომად მიიჩნევს მოსაზრებას, თითქოს, ვაშინგტონთან მოლაპარაკებით შესაძლებელი იყოს პრობლემების მოგვარება.

„აშშ-სთან მოლაპარაკება აშკარად არაფერს მოიტანს, რადგან ისინი ნამდვილად არ წავლენ არავითარ დათმობაზე“, - განაცხადა ირანის უზენაესმა სასულიერო ლიდერმა.

ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობები კიდევ უფრო მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-მა დატოვა 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა თეირანისათვის დაწესებული დამანგრეველი ეკონომიკური სანქციების შერბილებას ირანის ბირთვული პროგრამის შემცირების სანაცვლოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG