Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიშინიოვის მერად პრორუსული პარტიის კანდიდატი აირჩიეს


იონ ჩებანი
იონ ჩებანი

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვის მერის არჩევნების მეორე ტურში პრორუსული სოციალისტური პარტიის კანდიდატმა, 39 წლის იონ ჩებანმა გაიმარჯვა ხმების 52,54%-ით.

პროევროპული ბლოკის, ACUM-ის კანდიდატ ანდრეი ნესტასეს ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა 47,46%-მა.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა 37,38% იყო. მერის არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს ჩატარდა.

არჩევნებში გამარჯვებულმა იონ ჩებანმა განაცხადა, რომ კიშინიოვის ყველა მცხოვრების მერი იქნება. ჩებანის თქმით, მზად არის ითანამშრომლოს ყოფილ ოპონენტთანაც და ბლოკ ACUM-ს დაუთმოს ვიცე-მერის ოთხიდან ორი თანამდებობა.

თავის მხრივ, ანდრეი ნესტასემ მერის არჩევნების შედეგებში ეჭვი შეიტანა და არ გამორიცხა, რომ კენჭისყრის შედეგებს გაასაჩივრებს.

კიშინიოვის მერის არჩევნების პირველი ტური, რომელშიც სულ 19 კანდიდატი მონაწილეობდა, 20 ოქტომბერს ჩატარდა. პირველ ტურში იონ ჩებანს ხმა მისცა 40,19%-მა, ხოლო ანდრეი ნესტასეს 31,08%-მა.

XS
SM
MD
LG