Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეკობრეებმა ნორვეგიული გემის ეკიპაჟის წევრები გაიტაცეს


ბენინის სანაპიროსთან მეკობრეები თავს დაესხნენ ნორვეგიულ გემს MV Bonita-ს. გემის მფლობელი კომპანიის, JJ Ugland-ის ინფორმაციით, გატაცებულია ეკიპაჟის 9 წევრი.

ეკიპაჟის დანარჩენმა წევრებმა თავდასხმის შესახებ ბენინის ხელისუფლებას აცნობეს და გემი ქალაქ კოტონუს პორტში შეიყვანეს. მფლობელი კომპანიის განცხადებით, ამოქმედებულია საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა.

დასავლეთ აფრიკის სანაპიროსთან საკმაოდ ხშირია მეკობრეების მიერ მეზღვაურების გატაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წელს საერთაშორისო წყლებში დაფიქსირებულია მეკობრეობის და გემების შეიარაღებული ძარცვის 201 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG