დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მორიგ კანდიდატს, ლაშა ქოჩიაშვილს მოუსმენენ.
ლაშა ქოჩიაშვილი 1999-2205 წლებში მუშაობდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.
2005-2007 წლებში იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე იყო.
2007 წელს ლაშა ქოჩიაშვილი საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა, 2010-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2017 წლის 25 მაისიდან ლაშა ქოჩიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 3 წლის ვადითაა განწესებული.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 23 სექტემბრიდან მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ასარჩევი კანდიდატების მოსმენა.
კომიტეტის სხდომაზე უკვე მოუსმინეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ 20-დან 16 კანდიდატს.