Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში გავრცელდა პატიმრის წამების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეოჩანაწერი


ციმბირში გამომავალმა გაზეთმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, როგორც ჩანს, აჩვენებს ციხის მცველის მიერ პატიმრის წამებას.

გაზეთმა „ნოვოსტი კრასნოიარსკიმ“ ვიდეო თავის ვებსაიტზე 5 ნოემბერს განათავსა. კადრებში ციხის მცველი პატიმარს ჯერ ემუქრება და აგინებს იმის გამო, რომ ის უარს ამბობს დასუფთავების დავალების შესრულებაზე კრასნოიარსკის მეშვიდე კოლონიაში. შემდეგ მას პატიმარი ძალის გამოყენებით შეჰყავს საპირფარეშოში და თავს უნიტაზში აყოფინებს.

გაზეთი არ აკონკრეტებს, როგორ მოიპოვეს მისმა ჟურნალისტებმა ეს ვიდეო. გამოცემის თანახმად, ციხის წარმომადგენელი არის პირი, რომელმაც ახლახან სასამართლოზე ჩვენება მისცა სხვა პატიმრის ჩვენების საქმეში.

პენიტენციარული სისტემის ფედერალური უწყება აცხადებს, რომ ვიდეოს გარშემო წინასწარი მოკვლევა დაიწყო.

მცველების მიერ ციხეებში პატიმრების წამების შემთხვევებს წარსულში საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

2018 წლის ივლისის შემდეგ მოსკოვში განთავსებულმა გამოცემამ, „ნოვაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, რომლებიც პატიმრების წამებას ასახავდა ქალაქ იაროსლავლში.

რუსეთის სამართალდამცველებმა იმ ციხის, სულ მცირე, 12 მცველი დააპატიმრეს და აცხადებენ, რომ პატიმრების მიერ წამების შესახებ ჩივილს მთელ ქვეყანაში გამოიძიებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG