ოპოზიციური პარტიის, „ევროპული საქართველოს“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი გიორგი კანდელაკი ეკლესიის თემით ამორალურ სპეკულაციად აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ ეკლესიაზე შეტევის უკან შესაძლოა, იდგნენ ის ძალები, რომლებმაც ივნისში იერიში პარლამენტზე მიიტანეს.
კანდელაკის თქმით, „ქართული ოცნება“ ისევ ცდილობს, რომ მის მიერვე გავრილოვის ჩამოყვანით გამოწვეული კრიზისი წარმოაჩინოს არა ხალხის სამართლიან პროტესტად, არამედ რაღაც შეთქმულებად და ამბოხებად.
„ისევ, „ქართული ოცნება“, რაც მისთვის დამახასიათებელი იყო ოპოზიციაში ყოფნის დროსაც და ახლაც, ცდილობს, რომ რელიგიის თემით, ეკლესიის თემით ისპეკულიროს ყოვლად ამაზრზენი, ამორალური და ბინძური ფორმით“, - უთხრა დღეს, 6 ნოემბერს, ჟურნალისტებს გიორგი კანდელაკმა.