Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომან გოცირიძე: ზოგჯერ თანახმა ვარ 10 დღით ჩამსვან პარლამენტში ჩხუბისთვის


რომან გოცირიძე
რომან გოცირიძე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ ზოგჯერ თანახმაა დააჯარიმონ ან 10 დღით ჩასვან დეპუტატებთან ფიზიკური დაპირისპირების გამო:

„ზოგიერთი დეპუტატი ამას ისე იმსახურებს. ამას შეიძლება დიდი საზოგადოებრივი სიკეთე მოჰყვეს. მაგალითად, ეკა ბესელიას ქცევამ დიდი საზოგადოებრივი სიკეთე მოიტანა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ სხდომაზე, რომელზეც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს, ალექსანდრე წულაძეს უსმენენ. რომან გოცირიძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ რომ არა მანდატურები, პარლამენტი კრივის არენად იქცეოდა.

რომან გოცირიძის ეს მოსაზრება მოჰყვა კითხვას კანდიდატისადმი, რატომ არ იწყება სამართალწარმოება დეპუტატების ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებში, როდესაც ჩხუბი ზოგადად დასჯადი ქმედებაა.

„რატომ არ არიან კანონის წინაშე თანაბარნი არჩევითი თანამდებობის პირი და ჩვეულებრივი მოქალაქე?" - ჰკითხა რომან გოცირიძემ ალექსანდრე წულაძეს. მის ამ შეკითხვაზე კანდიდატმა უპასუხა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს, პარლამენტის რეგლამენტი კი შესაძლოა უფრო გამკაცრდეს ამ მიმართულებით.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს, 7 ნოემბერს უსმენენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-19 კანდიდატს, იურისტ ალექსანდრე წულაძეს. მას მოსამართლედ არასდროს უმუშავია.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 23 სექტემბრიდან მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ასარჩევი კანდიდატების მოსმენა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს სულ 20 კანდიდატი წარუდგინა.

XS
SM
MD
LG