Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ „მოტორ სიჩის“ მიმართ ამერიკელი მყიდველის ინტერესის თაობაზე ახალი ამბებიდან შეიტყო


უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ახალი ამბებიდან შეიტყო ამერიკელი მყიდველის ინტერესის შესახებ, შეიძინოს უკრაინის ერთადერთი, და მსოფლიოში შვეულმფრენების და სამხედრო სატვირთო ძრავების თვითმფრინავების წამყვანი მწარმოებელი ფირმა.

სახელმწიფო თავდაცვითი კონგლომერატის, „უკრობორონპრომის“ შეხვედრისას, ხარკოვში, 6 ნოემბერს, ზელენსკიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „მოტორ სიჩის“ შესყიდვის მიმართ ინტერესის შესახებ წინა დღით წაიკითხა.

„არავის შევხვედრივარ, არავისთან მილაპარაკია ამის შესახებ, მაგრამ ეს საკითხი პრეზიდენტთან უნდა იყოს დაკავშირებული, რადგან „მოტორ სიჩი“ სტრატეგიული საწარმოა, ამიტომ ვერაფერს დავამატებ, თქვა ზელენსკიმ.

5 ნოემბერს Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმად, თავდაცვის სფეროში კერძო კონტრაქტორი, ერიკ პრინსი, რომლის კომპანია პეკინსა და ჰონგ-კონეგშია რეგისტრირებული, და რომელიც არაოფიციალური მრჩეველია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა, მოლაპარაკებებს აწარმოებს „მოტორ სეჩის“ შესყიდვის მიზნით.

ოფიციალურად „Blackwater“-ის სახელით ცნობილი ფირმის დამაარსებელი პრინსი, გამოცემის თანახმად, 2014 წლის შემდეგ ცხრაჯერ იყო უკრაინაში და „მოტორ სეჩის“ შტაბბინას სტუმრობდა ზაპოროჟიეში. Wall Street Journal-ს მოჰყავს აშშ-ის ოფიციალური პირის ნათქვამი, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ სავარაუდოდ, პრინსს და კიდევ ერთ სხვა პოტენციურ მყიდველს მიმართა, შეესყიდათ კომპანია, რომელიც ფლობს მგრძნობიარე ტექნოლოგიებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG