Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდ სიამაყეს ვგრძნობ - ლევან აკინი And Then We Danced-ის ჩვენების შემდეგ


ოსკარზე წარდგენილი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორი, ლევან აკინი ამბობს, რომ საქართველოს კინოთეატრებში გეგმის მიხედვით მისი ჩვენებით ამაყობს. ინსტაგრამის პოსტში აკინი წერს:

„დიდ სიამაყეს ვგრძნობ, რადგან არცერთმა კინოთეატრმა არ დაიხია უკან და არ გააუქმა ერთი დაგეგმილი ჩვენებაც კი და სოლიდარობა გამოუცხადა მას. ქართველმა მაყურებელმა, საბოლოოდ, შეძლო ფილმის ნახვა. ეს ბრძოლა დასრულებისგან შორსაა და მე შთაგონებული ვარ ყველა მამაცი ადამიანით, რომელიც უშიშრად წავიდა ჩვენებაზე“.

ულტრანაციონალისტური ჯგუფების პროტესტისა და კინოჩვენების ჩაშლის მუქარის მიუხედავად, გეი თემატიკის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ 8 ნოემბერს დაგეგმილი ყველა ჩვენება მოეწყო.

კინოთეატრ ამირანთან მიმდინარე აქციაზე ისმოდა ძალადობრივი მოწოდობები და ჰომოფობიური რეპლიკები. საერთო ჯამში, ჩვენების მოწინააღმდეგე 25-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ლევან აკინის ფილმის ჩვენება საქართველოში 9 და 10 ნოემბერსაც გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG