გერმანიამ ათობით აზერბაიჯანის მოქალაქე დააბრუნა სამშობლოში. როგორც იტყობინებიან, ეს მოხდა გერმანიაში ჩატარებული პოლიციის რეიდების შედეგად, რომელთა მიზანი შესაძლო არალეგალური მიგრანტების გამოვლენაა.
აზერბაიჯანის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურმა 15 ნოემბერს განაცხადა, რომ გუშინ გერმანიიდან ბაქოში აზერბაიჯანის 61 მოქალაქე ჩაიყვანეს ჩარტერული ავიარეისით. სააგენტოს თანახმად, ეს განხორციელდა „დოკუმენტების არმქონე პირების რეადმისიის თაობაზე აზერბაიჯანსა და ევროპის კავშირს შორის შეთანხმების საფუძველზე“.
დეპორტირებულთაგან 22 მამაკაცია, 18 ქალი და 21 ბავშვი, იტყობინება აზერბაიჯანული უწყება.
გერმანიის ჟურნალი Spiegel-ი 13 ნოემბერს იტყობინებოდა, რომ გერმანიის პოლიციამ რეიდები ჩაატარა და გამოავლინა მრავალი აზერბაიჯანელი, რომელიც სავარაუდოდ არალეგალურად იყო მოხვედრილი გერმანიაში.
ასევე, 13 ნოემბერს გერმანიის პოლიციამ დააპატიმრა დიუსელდორფის „საინტეგრაციო ცენტრ ლეგატის“ ხელმძღვანელი ალოვსატ ალიევი.
ალიევის ვაჟმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მამამისი დააპატიმრეს, როდესაც ის დიუსელდორფიდან ბერლინში მიემგზავრებოდა და დასძინა, რომ დაპატიმრების მიზეზი არ იცის.
ალიევის ცენტრი აზერბაიჯანულ ოჯახებს გერმანიაში ინტეგრაციაში ეხმარება.